2021 წელს „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი ანგოლელი ლეილა ლოპესი ჯანსაღი ცხოვრების წესის დიდი პროპაგანდისტი გახდა და სწორად კვებისა და ვარჯიშის ისეთი საინტერესო ხერხები აქვს შემუშავებული, ბევრ ცნობილ კვების სპეციალისტს შეშურდება.
„ღმერთს მადლობა იმისთვის რაც მაქვს და არასოდეს ვიქნები მიმხრე რაიმე სახის პლასტიკური ოპერაციისა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორიც შემქმნა ღმერთმა და არაფერს შევცვლიდი საკუთარ გარეგნობაში“ - ამბობს ლეილა ლოპესი და აქვე იმასაც დასძენს, რომ „მის მსოფლიოს“ ტიტული საკუთარი იდეებისა და ინტერესების პროპაგანდისთვის სურს რომ გამოიყენოს.
აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ 2021 წელს „მის მსოფლიოზე“ პირველმა ანგოლელმა გამარჯვებულმა 88 კონკურსანტს აჯობა და ტიტული მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე დიდი სილამაზის კონკურსის 60 წლის იუბილეზე. მან წინა წლის გამარჯვებული, მექსიკელი ქსიმენა ნავარეტესი ჩაანაცვლა.