ფეხბურთი

16:30 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსის" ფეხბურთელებმა დიოგუ ჟოტასა და მისი ძმის ოჯახებს დიდი ოდენობით ფული გადასცეს

ლონდონის "ჩელსიმ" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებით 125 მილიონიანი ფულადი შემოსავალი მიიღო, თავად ფეხბურთელებს კი აღნიშნული ტურნირის მოგებისთვის ბონუსის სახით 500 000 დოლარი ჩაერიცხათ.

როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, ლონდონური კლუბის მოთამაშეებმა აღნიშნული ბონუსების აღებაზე უარი განაცხადეს და მთლიანი რაოდენობა, რომელმაც 15,5 მილიონი დოლარი შეადგინა ავტოკატასტროფაში დაღუპული დიოგუ ჟოტასა და მისი ძმის ანდრე სილვას ოჯახებს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა მის ძმა ანდრე სილვასთან ერთად ავტოავარიის დროს დაიღუპნენ. ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად "ლივერპულმა" 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09877