ფეხბურთი

17:48 | 14.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფრანკო მასტანტუონო “რეალის” ფეხბურთელია

ოფიციალურად 18 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, ფრანკო მასტანტუონო "რივერ პლეიტიდან" კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. "სამეფო კლუბმა" ახალგაზრდა ფეხბურთელი მისსავე დაბადების დღეზე წარადგინა. არგენტინული კლუბი აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ 45 მილიონს მიიღებს.

როგორც ცნობილი ხდება, ფეხბურთელი თავდაპირველად "კასტილიაში" (რეალის მეორე გუნდი) დაარეგისტრირეს, თუმცა მიმდინარე სეზონის განმავლობაში მას ძირითად გუნდში თამაშის საშუალება ექნება. მასტანტუონო "რეალში" 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

არგენტინელმა ფეხბურთელმა "რეალში" წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ყოველთვის ვოცნებობდი, რომ "რეალში" მეთამაშა. დღეს კი ეს ოცნება ამიხდა. უზომოდ ბედნიერი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც გვერდში მედგა, ასევე ამ კლუბს და მის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რადგან მომცა შესაძლებლობა, რომ ამ კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი. ყველას ვპირდები, რომ "რეალისთვის" და ამ მაისურისთვის ყველაფერს გავიღებ და მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩემს თავზე საუბარი არ მიყვარს და ვეცდები, რომ ამ კითხვას პასუხი მოედანზე გავცე. მე არგენტინელი ვარ, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ფეხბურთის ყურება სწორედ ლიონელ მესის გამო დავიწყე. ასე, რომ სადაც არ უნდა ვითამაშო, ყველგან ვიტყვი, რომ მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია." - განაცხადა მასტანტუნომ.

შეგახსენებთ, რომ მასტანტუონომ „რივერ პლეიტში“ 2024 წლიდან დღემდე 61 მატჩი ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162925