„სენტ ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა „როდეზთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, ზურიკო დავითაშვილს ტრავმა აღარ აწუხებს და ფორმაში ჩანს:
„ლუკა სტასინი დაბრუნდა და გუნდში იქნება. ზურიკო დავითაშვილის ფორმაშიც ჩანს. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ხარისხიანი შემადგენლობით, ახლა რთული არჩევანის გაკეთება მომიწევს“, - თქვა ჰორნელანმა.
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს გუნდის დატოვება სურს, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, „სენტ ეტიენს“ სასურველი შეთავაზება არ მიუღია. „სენტ ეტიენისა“ და „როდეზის“ მატჩი 16 აგვისტოს გაიმართება.