კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსული „არისი“ ათენის „აეკთან“ დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა.
პირველი მატჩი კვიპროსში 2:2 დასრულდა, დღეს კი ათენში 90 წუთის შემდეგ 1:1 დაფიქსირდა. 62-ე წუთზე პენალტით ქვილითაიამ გაათანაბრა ანგარიში, რითაც თამაში დამატებით დროში გადავიდა, იქ ბერძნულმა გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და 3:1 მოიგო, ორი შეხვედრის ჯამში კი, 5:3 გაიმარჯვა.
ქვილითაია 77-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფორვარდმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 3 გოლით დაასრულა.
„არისიც“ დაემშვიდობა ევროთასებს და ახლა აქცენტს მთლიანად კვირპოსის ჩემპიონატზე გააკეთებს.