ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" კარის დარაჯი ედერსონი თანახმაა კარიერა "გალათასარაიში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 31 წლის მეკარე თურქულ კლუბს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა, რომელიც 2028 წლამდეა გათვლილი. გარიგების დასასრულებლად მხოლოდ "სიტის" თანხმობაა საჭირო და "გალა" სწორედ მათ პასუხს ელოდება.
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ პეპ გვარდიოლას თავის გუნდში ჯანლუიჯი დონარუმას ხილვა სურს, რაც ედერსონის ტრანსფერს უფრო რეალურს ხდის.
ცნობისთვის, ედერსონი "სიტის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მისი სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 20 მილიონია.