ფეხბურთი

11:43 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" ესპანელი მცველის დამატებასთან ახლოსაა

იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მორიგი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, "პარტენოპეი" ახლოს არის "სევილიას" 22 წლის მარჯვენა მცველის ხუანლუ სანჩესის დამატებასთან.

იტალიური კლუბი მზადაა სანჩესის სანაცვლოდ 17 მილიონი გადაიხადოს, თუმცა "ანდალუსიელები" აღნიშნული გარიგების დასახურად 20 მილიონს ითხოვენ. ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები გრძელდება და ყველაფერი ხვალ უნდა გადაწყდეს.

ხუანლუ საჩესი "სევილიას" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლამდე აკავშირებს. ესპანელმა გასულ სეზონში 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.174011