სხვა

13:03 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევის პრესკონფერენცია და პირველი პირისპირ დგომი (+VIDEO)

16 აგვისტოს UFC-ის საშუალო დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლა გაიმართება, სადაც მოქმედი ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი რეიტინგის მე-3 ნომერ ხამზატ ჩიმაევს დაუპირისპირდება.

ბრძოლამდე მებრძოლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რის შემდეგაც მათ შორის პირველი პირისპირ დგომიც შედგა, რომელიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა.


დრიკუს დუ პლესი - "იმედი მაქვს, რომ ხამზატი მზად არის, რადგან თუ ეს ასე არაა მას ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე ექნება. ვფიქრობ ამ ბრძოლის შემდეგ მას ბევრ რაღაცაზე მოუწევს დაფიქრება, რადგან პირველად იქნება, როდესაც ის წააგებს. წაგება კი ყველაზე ცუდი გრძნობაა, მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე და ადამიანის ხასიათი სწორედ ამ დროს ვლინდება. საინტერესოა ის ამას როგორ გაუმკლავდება.

ვიცი, რომ ჩიმაევი საშიში მებრძოლია და ისეთივე კარგია, როგორც მას ახასიათებენ. ისიც ვიცი, რომ ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ვინც აქამდე დავამარცხე ისინიც დიდი გამოწვევა იყო. როდესაც ამ ბიჭს დავამარცხებ, ისევ გამოჩნდება ვინმე, რომელზეც ისევ იტყვიან ეს შენს კარიერაში ყველაზე დიდი ბრძოლა ინქბეა. ამ ყველაფერს მივეჩვიე და აღარ მიკვირს. ყველანაირად მზად ვარ, რათა ჩემი ქამარი დავიცვა და სანამ ჩემპიონი მე ვიქნები ჩიმაევი მას ვერ დაისაკუთრებს."

ხამზატ ჩიმაევი - "ვინ უფრო კარგად ჭიდაობს? ბიჭებო, კარგით რა, ამ კითხვაზე პასუხი ყველამ კარგად იცის და შაბათ სარამოს კიდევ ერთხელ გამოჩნდება. ჩემპიონი აუცილებლად გავხდები. მას ბოლოჯერ აქვს შანსი ამ ქამარს შეეხოს. არა აქვს მნიშვნელობა არის თუ არა მზად, შედეგი ერთი იქნება და მე მას უბრალოდ თავს წავაძრობ."

შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევის საჩემპიონო ბრძოლა 16 აგვისტოს (ჩვენი დროით 17 აგვისტოს დილით) გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168376