„ბარსელონას“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა პინი ზაჰავიმ განაცხადა, რომ პოლონელ ფორვარდს შარშან არაბული კლუბი სეზონში 100 მილიონი ევროს ხელფასს სთავაზობდა, რაზეც მან უარი თქვა:
„ერთი წლის წინ მან მიიღო კონკრეტული შეთავაზება. მას სეზონში 100 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს, სეზონში! მაგრამ მან ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ბრძოლა ამჯობინა და თითქმის ორივე მიზანს მიაღწია.
ესპანეთი მისთვის საუკეთესო ადგილია მსოფლიოში, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. გარდა ამისა, საუდის არაბეთის კლუბები სავსეა ფეხბურთელებით და არ იციან, რა ქნან მათთან დაკავშირებით. არსებობს ლიმიტი უცხოელების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს მათ არჩევანს. თუმცა, რობერტს მაინც არ სურდა იქ თამაში“, - თქვა ზაჰავიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით.