ფეხბურთი

19:46 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ედერსონი პრემიერლიგის პირველ მატჩს გამოტოვებს

„მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს გამოტოვებს. ბრაზილიელი ფეხბურთელი ახლოსაა სტამბოლის „გალათასარაიში“ ტრანსფერთან, ხოლო ამ თემაზე პეპ გვარდიოლამ ასეთი კომენტარი გააკეთა.

„ედერსონი არ მოსულა ჩემთან და არ უთქვამს, რომ წასვლა სურს ან რაიმე შემოთავაზება აქვს. ყველა ფეხბურთელი აქ და ჩვენი ფეხბურთელია, მათთან ვმუშაობ. რა მოხდება, არავინ იცის“, - აღნიშნა პეპმა.

ეს უფრო დიპლომატიური კომენტარი იყო, ედერსონი რომ ახლოსაა „მანჩესტერ სიტის“ დატოვებასთან, ეს ყველასთვის ცხადია. ინგლისური კლუბი ბრაზილიელის შემცვლელად ჯანლუიჯი დონარუმას განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.119771