ფეხბურთი

21:15 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულმა" იტალიელი მცველი დაიმატა

ინგლისურმა „ლივერპულმა“ იტალიური „პარმადან“ ნიჭიერი იტალიელი მცველი ჯოვანი ლეონი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

18 წლის მცველმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ 2031-წლამდე კონტრაქტს ხელი მოაწერა და ის „წითლების“ ღირსებას 15-ნომრიანი მაისურით დაიცავს. ლეონის ტრანსფერი ინგლისურ კლუბს 35 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჯოვანი ლეონი „პარმას“ აღზრდილია, რომლის რიგებში გასულ სეზონში სერია A-ს 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

„ლივერპული“ კიდევ აპირებს ცენტრალური მცველის დამატებას და ახლოსაა „კრისტალ პალასიდან“ მარკ გეჰის შეძენასთან.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.182665