ფეხბურთი

22:32 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია და მიქაუტაძე RTL-ის რჩეულებში

RTL-ს ვებგვერდზე საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის წინ სტატია გამოქვეყნა 10 ფეხბურთელზე, რომელთაც გულშემატკივრებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და რომლებისგანაც დიდი მოლოდინია.

საინტერესოა, რომ ამ ათეულში ორი ქართველია - მესამე პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია და მეათე ადგილზე გიორგი მიქაუტაძე.

RTL ხვიჩა კვარაცხელიაზე: „პარკ დე პრენსმა“ თავისი ახალი ფავორიტი იპოვა. სულ რაღაც 7 თვის წინ ჩამოსვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ისე გამოიყურება, თითქოს პსჟ-ში უკვე რამდენიმე სეზონია თამაშობს და პარიზულ გუნდს იდეალურად ერწყმის. 24 წლის ქართველმა გასულ სეზონში დედაქალაქური კლუბის ოთხ ტიტულში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

მან „ნაპოლიში“ ორი სეზონის განმავლობაში იტალია დაიპყრო და ახლა იგივეს აკეთებს საფრანგეთში. პსჟ-ს გულშემატკივრები აქებენ მის მებრძოლ სულისკვეთებას, ენერგიულობას და ეფექტურობას და ახლა მათ შეეძლებათ ხვიჩა კვარაცხელიათი მთელი სეზონის განმავლობაში ტკბობა“.

RTL გიორგი მიქაუტაძეზე: „ლიონი“ ლიგა 1-ში თავს კარგად გრძნობს. თუმცა, კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. მან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოთამაშეც კი დაკარგა. „ლიონში“ წარმატებული დაბრუნების შემდეგ, ალექსანდრ ლაკაზეტმა კლუბი დატოვა და ამ ზაფხულს საუდის არაბეთს შეუერთდა. ახლა შეტევაში გიორგი მიქაუტაძე ლიდერად გვევლინება.

ქართველ ფეხბურთელს გენერლის წასვლის კომპენსაციის რთული ამოცანა ექნება. 24 წლის თავდამსხმელი წარმატებული 2024-2025 წლების სეზონის შემდეგ (11 გოლი, 6 საგოლე გადაცემა ლიგა 1-ში) მოდის, მაგრამ მომავალი სეზონი შესაძლოა მისი განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავდეს. მწვრთნელი პაულო ფონსეკა და გულშემატკივრები მასზე იმედს ამყარებენ“.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ 16 აგვისტოს „ლანსს“ ეთამაშება, ხოლო „პარი სენ-ჟერმენი“ 17 აგვისტოს „ნანტს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171557