ფეხბურთი

23:25 | 15.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გაბრიელ სიგუამ შესაძლოა "ბაზელი" დატოვოს

შვეიცარიული „ბაზელი“ შესაძლოა გაბრიელ სიგუამ დატოვოს. როგორც შვეიცარიული მედია იტყობინება, კლუბი ახალი ფეხბურთელების დამატებას ცდილობს, ტომას პალასიოსის და იბრაჰიმ სალაჰის.

თუმცა, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ „ბაზელს“ ლეგიონერების ლიმიტი შევსებული აქვს, შესაბამისად, ახალი ფეხბურთელების დამატებამდე რამდენიმე მოთამაშე უნდა გაუშვას.

Sport.ch-ის ინფორმაციით, წასვლის კანდიდატები სიგუა, ემანუელ ესიამი და კაო ედუარდო არიან.

შეგახსენებთ, რომ გაბრიელ სიგუა „ბაზელმა“ ორი წლის წინ დაიმატა. მას პირველ სეზონში სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა, თუმცა გასულ სეზონში სათამაშო დრო მკვეთრად შეეზღუდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩიდან მოედანზე გასვლა საერთოდ არ მოუწია. ახალგაზრდა ქართველ ნახევარმცველს „ბაზელის“ მაისურით 36 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095436