ფეხბურთი

13:30 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" პავარის გაყიდვას ცდილობს

მილანის „ინტერი“ შესაძლოა ბენჟამინ პავარმა დატოვოს. ფრანგი მცველი იტალიური კლუბის გეგმებში აღარ შედის.

პავარის დამატებით საუდის არაბეთის კლუბი „ნეომი“ დაინტერესდა, რომელმაც მას 2028 წლამდე კონტრაქტი, სეზონში 8 მილიონი ევროს ანაზღაურებით შესთავაზა, ხოლო „ინტერი“ 20 მილიონ ევროს ითხოვს.

მოლაპარაკებები კლუბებს შორის დადებითად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო სიტყვა პავარზეა, დათანხმდება თუ არა საუდის არაბეთში გადასვლას. მას ურჩევნია, რომ კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს.

29 წლის მცველმა „ინტერის“ რიგებში დღემდე 69 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე პავარი „ბაიერნში“, „შტუტგარტსა“ და „ლილში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097958