ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი ლეონ ბაილი სავარაუდოდ, კარიერას „რომაში“ გააგრძელებს.
იამაიკელი ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმებასთან მხარეები ახლოს არიან. ბაილი „რომას“ იჯარით და გამოსყიდვის უფლებით შეუერთდება.
ლეონ ბაილიმ „ასტონ ვილაში“ 2021 წლიდან 144 მატჩში 22 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ლევერკუზენისა“ და „გენკის“ ღირსებას იცავდა.