ფეხბურთი

15:42 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"უდინეზეს" მწვრთნელი: "კარგი, ახალგაზრდა და მოტივირებული ახალწვეულები გვყავს"

„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა იტალიის თასზე „კარარეზესთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ახალწვეულებზეც ისაუბრა.

უდინელთა ახალწვეულებს შორის მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების მცველი საბა გოგლიჩიძეცაა:

„ახალი ფეხბურთელები ვიყიდეთ: ბაიო, ბერტოლა, გოგლიჩიძე, მილერი, პიოტროვსკი. კარგი, ახალგაზრდა შენაძენები არიან, ნიჭიერები და მოტივირებულები. აქვთ ხარისხი, თუმცა ყველა ფეხბურთელს სჭირდება ადაპტაციის ფაზა და არ ვიცი, ეს როდემდე გაგრძელდება. სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და შესაძლოა, ახალწვეულები კიდევ დავიმატოთ, განსაკუთრებით შეტევაში, სადაც ლუკას და ტოვენის სახით ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ“, - აღნიშნა რუნიაიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძემ „უდინეზესთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163559