დღეს, 16 აგვისტოს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართა, „კოლხეთმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
დინამოელთაგან დუბლი შეასრულა თორნიკე მორჩილაძემ, ერთიც ბოლო წუთზე ირაკლი სირაძემ დაამატა. კოლხთაგან თავი ევგენ ლეშჩინსკიმ გამოიჩინა.
ახლა „დინამოს“ 36 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მესამე ადგილზეა. 14-ქულიანი „კოლხეთი“ კი ბოლო - მეათეზე.