ფეხბურთი

20:58 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის სეზონი გამარჯვების გოლით დაიწყო (+VIDEO)

გიორგი მიქაუტაძემ ახალი სეზონი გოლით დაიწყო, თანაც, გამარჯვების გოლით! ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონმა“ სტუმრად „ლანსი“ 1:0 ქართველი ფეხბურთელის გოლით დაამარცხა.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ლიონელთა სწრაფი იერიში მალიკ ფოფანას პასის შემდეგ მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით დაასრულა. როგორც გაირკვა, ეს მატჩის ერთადერთი გოლი იყო.

ქართველი ფორვარდი 92-ე წუთზე შეცვალეს. „ლიონი“ ლიგა 1-ის მეორე ტურში 23 აგვისტოს, გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის „მეცს“ უმასპინძლებს, რომელშიც თავის დროზე მიქაუტაძე თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089841