ფეხბურთი

22:04 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "თამაშის წინ ლაკაზეტმა მომწერა"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან“ გამარჯვების გოლის (1:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მატჩამდე ალექსანდრ ლაკაზეტმა მესიჯი მისწერა და ამიტომ, მას მადლობა გადაუხადა:

„თამაში ორივე გუნდის მხრიდან ინტენსიური და შანსებით სავსე იყო. კარგად ვიმუშავეთ, კიდევ ორი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ კარგი იყო, მოვახერხეთ ჩვენი თამაშის თამაში და მეორე ტაიმში თავი კარგად დავიცავით.

გოლის გასატანად ვცდილობდი სიღრმეში მეთამაშა და პოზიციები დამეკავებინა გოლისთვის. მადლობას ვუხდი ალექსანდრ ლაკაზეტს, მან მატჩის წინ მომწერა და მითხრა, რომ ჩემი ისტორია „ლიონთან“ ერთად უნდა დამეწერა. ნამდვილად გუნდის პირველი ფორვარდი ვარ, უნდა ვიყო გადამწყვეტი, რათა გუნდს დავეხმარო. პასუხისმგებლობაა, რომ „ლიონის“ მსგავს გუნდში ვითამაშო, ქალაქში, რომელიც მიყვარს, მინდა ყველაფერი გავაკეთო“, - თქვა მიქაუტაძემ.

„ლიონი“ ლიგა 1-ის მეორე ტურში 23 აგვისტოს, გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის „მეცს“ უმასპინძლებს, რომელშიც თავის დროზე მიქაუტაძე თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093038