ფეხბურთი

22:26 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის ახალი სეზონი რიხით დაიწყო

ინგლისური პრემიერლიგის პირველი ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „ვულვერჰემპტონს“ ეწვია და 0:4 გაანადგურა.

სტუმართაგან დუბლი შეასრულა ნორვეგიელმა შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა. პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩში პირველი გოლი გაიტანა ჟორჟ მიქაუტაძის ყოფილმა ლიონელმა თანაგუნდელმა, რაიან შერკიმ. ერთი ბურთიც ნიდერლანდელი ტიჯანი რეინდერსის ანგარშზეა.

ინგლისი. პრემიერლიგა. 1-ლი ტური. 16 აგვისტო: ასტონ ვილა - ნიუკასლი 0:0, ბრაიტონი - ფულემი 1:1, სანდერლენდი - ვესტ ჰემი 3:0, ტოტენჰემი - ბარნლი 3:0, ვულვერჰემპტონი - მანჩესტერ სიტი 0:4

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170521