ფეხბურთი

23:59 | 16.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის პირველი გოლი სეზონში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში „სენტ ეტიენმა“ „როდეზი“ 4:0 გაანადგურა და ზურიკო დავითაშვილმა სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მეტოქის კარი 79-ე წუთზე დალაშქრა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ქართველი ფეხბურთელი შესაძლო წასვლაზე მედია მთელი ზაფხულია ბევრს წერს, მგრამ ჯერჯერობით, ზურიკო „სენტ ეტიენში“ რჩება და საქმე ისე მიდის, ამ სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს.

„სენტ ეტიენი“ ორი ტურის შემდეგ 4 ქულით ლიგა 2-ში თანალიდერია, მომდევნო ტურში კი, 23 აგვისტოს „ბულონს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17563