ფეხბურთი

13:20 | 17.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ებერეჩი ეზეს ტრანსფერს უახლოვდება

ლონდონის „ტოტენჰემი“ „კრისტალ პალასიდან“ ებერეჩი ეზეს გადაბირებას უახლოვდება.

27 წლის თავდამსხმელს „დეზებთან“ 2030 წლის ზაფხულამდე კონტრაქტზე პირადად შეთანხმება მიღწეული აქვს. ახლა მოლაპარაკებები ლონდონურ კლუბებს შორის მიმდინარეობს, რომელიც დიდი ალბათობით, შედეგიანი აღმოჩნდება.

ებერეჩი ეზემ „კრისტალ პალასში“ 2020 წლიდან 167 მატჩში 39 გოლი გაიტანა და ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი მოიგო. მანამდე ის ქპრ-ს და „უიკომბის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.176406