ფეხბურთი

12:10 | 17.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" მწვრთნელი კიტეიშვილზე: "ყველაზე მეტად მისი ადამიანური თვისებები მაოცებს"
კიტეიშვილი: "მენტალურად ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო"

გრაცის „შტურმის“ ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა „რიდთან“ გამარჯვების (3:1) და დუბლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მენტალურად ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის წინ:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და თავს კარგად ვგრძნობთ. ახლა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის ვემზადებით. გულშემატკივრებს სურთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ და რა თქმა უნდა, ჩვენც, ფეხბურთელებსაც. ბუნებრივია, ეს გამარჯვება თავდაჯერებას გვმატებს, რადგან წინა ტურში „რაპიდთან“ ვერ მოვიგეთ. ვიცით, რომ უნდა მოვუმატოთ, ნორვეგიაში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. თუმცა, მენტალურად ეს მოგება ცხადია, მნიშვნელოვანი იყო. „ბოდო გლიმტთან“ განსხვავებული თამაში იქნება, ყურადღებით უნდა გავაანალიზოთ მეტოქე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მწვრთნელი ამას გააკეთებენ“, - აღნიშნა ოთარმა.

კიტეიშვილი შეაქო „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ ზაუმელმა: „ყველაზე მეტად მისი ადამიანური ბუნება მაოცებს. ის ხმამაღლა არასდროს საუბრობს, მაგრამ როცა რამეს ამბობს, ეს ლოგიკურია. გულშემატკივარი ხედავს რას აღწევს მოედანზე, მაგრამ ასეთივე შესანიშნავია მოედნის მიღმა“.

„საოცარია, ის წარმოუდგენელ ძალისხმევას იჩენს, როგორც მოედანს მიღმა, ისე, პირველ რიგში, მოედანზე“, - თქვა მისმა თანაგუნდელმა ტიმ ოერმანმა.

შეგახსენებთ, ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის სამ მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი, რითაც თანაბომბარდირია, ხოლო ერთხელ თავი ავსტრიის თასზეც გამოიჩინა.

„შტურმი“ ბუნდესლიგაში სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 აგვისტოს, „ტიროლს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.163818