ქართველმა პარა ძალოსნებმა წარმატებით დაასრულეს ასპარეზობა ჩილეში, ქალაქ სანტიაგოში გამართულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ჯამში შვიდი მედალია. აკაკი ჯინჭარაძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 246 კგ.დაძლია და სანტიაგო 2025-ის გამარჯვებული გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 721კგ. დააგროვა და კვლავ ოქროს მედალი აიღო.
გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 218კგ.აწია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 433 კგ.დააგროვა და მეორე ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა.
მაკა კვინჩია (+86კგ) ინდივიდუალურ და სამი მისვლის ჯამშიც ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.მაკამ 126კგ.აწია ინდივიდუალურ გამოსვლაში და 371კგ.დაძლია სამ ცდაში.
იაგო გორგოძემ (-107კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 180 კგ.ჩათვალა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.