ესპანურ „ვალენსიას“ „უოტფორდიდან“ გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა ისევ სურს. ამის შესახებ ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იტყობინება.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ლოს ჩე“ ცდილობს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევას. საუბარია, ჩაკვეს სრულად გამოსყიდვაზე „უოტფორდიდან“ და არა იჯარაზე, როგორც აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია.
„ვალენსიას“ შეუძლია დააკმაყოფილოს ჩაკვეტაძის ფინანსური მოთხოვნა პირადი კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით. ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდში“ 2023 წლიდან თამაშობს და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და მოედანზე სავარაუდოდ ერთ თვეში უნდა დაბრუნდეს.