ფეხბურთი

19:13 | 17.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოლივიე ჟირუმ ლიგა 1-ში 13-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა

ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ლიგა 1-ში 13-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და გოლის გასატანად 11 წუთი იკმარა.

ვეტერანი ფორვარდი „ლოს ანჯელესიდან“ სამშობლოში მიმდინარე ზაფხულს დაბრუნდა, „ლილში“ ჩაირიცხა და პირველივე ტურში „ბრესტის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა.

ჟირუმ მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში. ეს მისი პირველი გოლია საფრანგეთის ჩემპიონატში 2012 წლის შემდეგ.

აქვე გეტყვით, რომ „ბრესტისა“ და „ლილის“ დაპირისპირება ფრედ, 3:3 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.08786