ფეხბურთი

21:14 | 17.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილის დებიუტი ლიგა 1-ში, "მეცმა" სეზონი მარცხით დაიწყო

საფრანგეთის ლიგა 1-ში გიორგი წიტაიშვილის დებიუტი შედგა და ის გახდა 31-ე ქართველი, ვისაც ტოპლიგაში უთამაშია.

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი „სტრასბურის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. სათადარიგო სკამზე დარჩა გიორგი აბუაშვილი, რომლის დებიუტი მომავლისთვის გადაიდო.

„მეცი“ დამარცხდა - 0:1. ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ხოაკინ პანიჩელიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ წიტაიშვილი თანაგუნდელთა შორის ნამდვილად გამორჩეული და ყველაზე აქტიური იყო.

„მეცი“ ლიგა 2-ის მეორე ტურში სტუმრად 23 აგვისტოს, გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093523