უკრაინის პრემიერლიგის მესამე ტურში ლნზ ჩერკასიმ სტუმრად „პოლისია“ 2:0 დაამარცხა, ხოლო ერთი გოლი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 29-ე წუთზე მეტოქის კარი პენალტით დალაშქრა და ანგარიში გახსნა. ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე სეზონში.
ლნზ ჩერკასი 7 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 31 აგვისტოს, „ვერესს“ ეთამაშება.