ფეხბურთი

10:53 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავიდე კალაბრია ბერძნულ გუნდში გადავიდა

„მილანის“ ყოფილი კაპიტანი დავიდე კალაბრიას კარიერას ათენის „პანათინაიკოსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელი მცველი ბერძნულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 2 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.

დავიდე კალაბრია „მილანის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 2015-2024 წლებში 272 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი „ბოლონიაში“ გაატარა, სადაც სულ 13-ჯერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.098933