„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა პრემიერლიგის პირველ ტურში „არსენალთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
წაგების მიუხედავად პორტუგალიელი სპეციალისტი კმაყოფილი იყო და აღნიშნა, რომ მათ პრემიერლიგაში ნებისმიერი თამაშის მოგება შეუძლიათ:
„დღეს დავამტკიცეთ, რომ პრემიერლიგაში ნებისმიერი თამაშის მოგება შეგვიძლია. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით ისეთი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „არსენალია“. ონანა? უბრალოდ, მასზე წინ ორი მეკარე დავაყენე, კმაყოფილი ვარ სამივე მეკარით, რომელიც მყავს“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის მეორე ტურში „ფულჰემის“ წინააღმდეგ ითამაშებს.