მადრიდის „ატლეტიკომ“ ახალი სეზონი მარცხით დაიწყო. დიეგო სიმეონეს გუნდი ლა ლიგის პირველ ტურში სტუმრად „ესპანიოლთან“ დამარცხდა.
არადა, „როხიბლანკომ“ კარგად დაიწყო და ტაიმი ხულიან ალვარესის გოლით მოიგო კიდეც. თუმცა, მეორე ნახევარში კატალონიელებმა დააქამბექეს. 73-ე წუთზე მიგელ რუბიომ აღადგინა წონასწორობა, ხოლო 11 წუთში პერე მილამ „ესპანიოლს“ გამარჯვება მოუტანა.
„ატლეტიკო“ ლა ლიგის მეორე ტურში საკუთარ მოედანზე „ელჩეს“ უმასპინძლებს.