პორტუგალიის ჩემპიონატის მეორე ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“ „აროუკა“ 6:0 გააანდგურა და სამი ქულა მარტივად მოიპოვა.
„სპორტინგმა“ მეტოქეს ძალიან აჯობა, მით უფრო, რომ თამაშის უმეტესი ნაწილი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარა.
გიორგი ქოჩორაშვილს ისევ შეცვლაზე მიეცა თამაშის შესაძლებლობა, ამჯერად უფრო მეტი დროით, ვიდრე წინა ტურში - გიორგი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა.
„სპორტინგი“ მესამე ტურში 23 აგვისტოს, „ნასიონალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.