ფეხბურთი

10:54 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი და "სანტოსი" საკუთარ მოედანზე "ვასკო და გამასთან" განადგურდნენ (+VIDEO)

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში, "სანტოსმა" საკუთარ მოედანზე "ვასკო და გამას" უმასპინძლა და 0:6 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ამხელა სხვაობით ნეიმარის გუნდმა ისტორიაში პირველად წააგო.

მატჩის დასრულების შემდეგ 33 წლის ნეიმარი მოედანზე დაეცა და ატირდა, მან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარიც გააკეთა და გულშემატკივარს მოუბოდიშა.

"დღეს რაც მოხდა, მიუღებელია. ძალიან მრცხვენია, ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს გამომიცდია. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდით, მათ შეუძლიათ შეურაცხყოფა მოგვაყენონ და რაც უნდათ ის გვეძახონ. ეს საშინელება იყო და ძალიან ცუდად ვითამაშეთ." - განაცხადა ნეიმარმა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "სანტოსის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი კლებერ შავიერი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ "სანტოსი" 20 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება, ხოლო "ვასკო და გამა" 19 ქულით მე-16 ადგილს იკავებს.




სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17574