"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩს გამოეხმაურა, სადაც "მანჩესტერი" საკუთარ მოედანზე "არსენალთან" 0:1 დამარცხდა. ნევილის თქმით, კლუბმა კარგად ითამაშა, თუმცა არსებობს მეკარის პრობლემა და ამის იგნორირება არ შეიძლება.
"იუნაიტედისთვის არსებობს აშკარა პრობლემა, რომლის იგნორირებაც შეუძლებელია და ეს არის ის, რომ მათ ახალი მეკარე უნდა იპოვონ. ვფიქრობ, გუნდს ჭირდება ისეთი დომინანტი მეკარე, როგორებიც ჯანლუიჯი დონარუმა და ემილიანო მარტინესი არიან. მათ აქვთ ის თვისებები, რომ საკუთარ გუნდს ულიდერონ და ქულების დაგროვებაში დაეხმარონ. გუნდის თამაში "არსენალთან" დამაკმაყოფილებელია, თუმცა პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს." - განაცხადა Sky Sport-თან საუბარში ნევილმა.
აქვე გეტყვით, რომ მეკარეების შესახებ კითხვა "მანჩესტერის" მთავარ მწვრთნელ რუბენ ამორიმსაც დაუსვეს, რაზეც პორტუგალიელმა შემდეგნაირად უპასუხა:
"ონანა? უბრალოდ, მასზე წინ ორი მეკარე დავაყენე, კმაყოფილი ვარ სამივე მეკარით, რომელიც მყავს." - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის მეორე ტურში „ფულჰემის“ წინააღმდეგ ითამაშებს.