სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა დრო რჩება, თუმცა 25 წლის ინგლისელი შემტევის ჯეიდონ სანჩოს მომავალი ჯერაც გაურკვეველია. როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, სანჩოს ტრანსფერი "რომაში" ჩაშლის პირასაა.
წყაროს ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" 20 მილიონიან შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ახლა პრობლემა თავად სანჩოშია, რომელიც მაღალ ხელფასს ითხოვს და დიდია შანსი აღნიშნული გარიგება ჩაშალოს.
ცნობისთვის, ჯეიდონ სანჩო "მანჩესტერის" გეგმებში არ ჯდება და კლუბს მისი გაყიდვა სურს, ინგლისელის დამატებით "იუვენტუსი" და თურქული "ბეშიქთაშიც" ინტერესდებიან.
შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩოს „მანჩესტერის“ გარდა, დორტმუნდის „ბორუსიაში“ აქვს ნათამაშები.