ფეხბურთი

16:16 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტურის საუკეთესო ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილს კარგი თამაში დაუფასეს

ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურში გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „რიდი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ოთარ კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა.(იხილეთ კიტეიშვილის მიერ გატანილი გოლები)

ქართველ ფეხბურთელს წარმატებული თამაში დაუფასდა, ცნობილმა გამოცემა Sky Sport Austria-მ კიტეიშვილი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. კიტეიშვილი ასევე Kicker-ის სიმბოლურშიც მოხვდა.



ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგის სამ მატჩში ოთხი გოლი აქვს გატანილი, რითაც თანაბომბარდირია, ხოლო ერთხელ თავი ავსტრიის თასზეც გამოიჩინა.

„შტურმი“ ბუნდესლიგაში სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 23 აგვისტოს, „ტიროლს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ნორვეგიულ „ბოდო გლიმტს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090798