ქართველი ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა კარიერას „ბაზელიდან“ „ლოზანაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
20 წლის ფეხბურთელი შვეიცარიულ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. სიგუას „ბაზელში“ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, რის გამოც ახალ გუნდში გადავიდა, რათა უფრო ხშირად ითამაშოს. მან 38-ნომრიანი მაისური მოირგო.
2023 წლიდან მან „ბაზელის“ რიგებში 36 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „დინამო თბილისში“ გამოდიოდა, სადაც 31 შეხვედრაში 5 გოლი მიითვალა. გაბრიელ სიგუას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 თამაში აქვს ჩატარებული.
„ლოზანა“ შვეიცარიის სუპერლიგის ბინადარია, სადაც სამი ტურის შემდეგ სამი ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 აგვისტოს „სენტ გალენს“ შეხვდება, თუმცა, მანამდე კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ორმატჩიანი დაპირისპირება სტამბოლის „ბეშიქთაშთან“ ელოდება.