ლონდონის „ტოტენჰემმა“ კრისტიან რომეროს და სპენსის ახალი კონტრაქტები გაუფორმა. ორივე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
„დეზებმა“ დაცვის ხაზის და ზოგადად, გუნდის ლიდერები შეინარჩუნეს, რადგან ისინი კლუბის პროექტის ცენტრში არიან.
კრისტიან რომერო 2021 წლიდან თამაშობს „ტოტენჰემში“ და 125 მატჩში 8 გოლის გატანა მოასწრო. ჯედ სპენსის აქტივში ლონდონელთა მაისურით 42 შეხვედრაში 2 გოლია.