ფეხბურთი

20:38 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ სექტემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

„ალბისელესტე“ უახლოესი ორი თამაშისთვის 31 ფეხბურთელით მოემზადება:

მეკარეები: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ვალტერ ბენიტესი (კრისტალ პალასი), ხერონიმო რული (მარსელი)

მცველები: კრისტიან რომერო (ტოტენჰემი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ნაუელ მოლინა (ატლეტიკო), გონსალო მონტიელი (რივერ პლეიტი), ლეონარდო ბალერდი (მარსელი), ხუან ფოიტი (ვილიარეალი), ნიკოლას ტალიაფიკო (ლიონი), მარკოს აკუნია (რივერ პლეიტი), ხულიო სოლერი (ბორნმუთი), ფაკუნდო მედინა (მარსელი)

ნახევარმცველები: ალექსის მაკალისტერი (ლივერპული), ეზეკიელ პალასიოსი (ლევერკუზენი), ალან ვარელა (პორტუ), ლეანდრო პარედესი (ბოკა ხუნიორის), ტიაგო ალმადა (ატლეტიკო), ნიკო პაცი (კომო), როდრიგო დე პაული (ინტერ მაიამი), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისი), კლაუდიო ეჩევერი (მანჩესტერ სიტი), ფრანკო მასტანტუონო (რეალი), ვალენტინ კარბონი (ჯენოა), ჯულიანო სიმეონე (ატლეტიკო)

თავდამსხმელები: ანხელ კორეა (ტიგრესი), ხულიან ალვარესი (ატლეტიკო), ნიკო გონსალესი (იუვენტუსი), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ხოსე მანუელ ლოპესი (პალმეირასი)

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ხოლო უახლოეს ორ მატჩს 5 სექტემბერს ვენესუელასა და 10 სექტემბერს ეკვადორთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092237