ჭიდაობა

21:08 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონსტანტინე პეტრიაშვილის ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე

ბულგარეთში თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც კონსტანტინე პეტრიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

97 კგ წონით კატეგორიაში პეტრიაშვილმა პირველ წრეში ბულგარელი ანდრინ ვალკანოვი დაამარცხა (10:0), შემდეგ ფრან აშაბ დადაევს 3:2 აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ამერიკელ ჯასტინ ლი რადამაშერთან 5:16 დამარცხდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან თურქი იბრაჰიმ ბენეკლის 8:3 მოუგო.

ბრინჯაოს შანსი ჰქონდა გოგა ოთინაშვილს (70 კგ), მაგრამ მედლისთვის შეხვედრა აზერბაიჯანელ ნურლნ აღაზადასთან 0:4 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100504