ფეხბურთი

21:50 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" და "გარეჯმა" ქულები გაიყვეს

საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტური „სამგურალისა“ და „გარეჯის“ მატჩით დასრულდა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს.

თამაში დაძაბული გამოდგა, მთავარი მოვლენები შესვენების შემდეგ განვითარდა. ვინისიუსის და ლუკა ხორხელის გოლებით წყალტუბოელები მე-80 წუთისთვის ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს.

„გარეჯმა“ სამწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა: თავი გიორგი გოგოლაშვილმა და ლევან პაპავამ გამოიჩინეს - 2:2.

„სამგურალი“ 23 ქულით მეექვსეა და მომდევნო ტურში „გაგრას“ შეხვდება, ხოლო „გარეჯი“ 19 ქულით მერვე ადგილს იკავებს და წინ ფოთის „კოლხეთთან“ თამაში აქვს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.164002