ფეხბურთი

22:32 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელში" ორი ფეხბურთელი შემადგენლობას ჩამოაშორეს

მარსელის „ოლიმპიკში“ ახალი სეზონიც კონფლიქტით და არეულობით დაიწყო. ლიგა 1-ის პირველ ტურში რობერტო დე ძერბის გუნდი 10-კაციან „რენთან“ დამარცხდა, თამაშის შემდეგ კი გასახდელში ჩხუბიც იყო.

როგორც RMC Sport-ი იტყობინება, კლუბის შემადგენლობას ჩამოაშორეს ადრიან რაბიო და ჯონათან როუ. ისინი ჩხუბში მთავარი მოქმედი პირები იყვნენ.

არაა გამორიცხული, რომ ორივეს ფინანსური ჯარიმაც დაეკისროს. სხვა დეტალები არ ეტაპზე უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.090474