ფეხბურთი

23:12 | 18.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" "ინტერიდან" პოლონელი მცველი დაიმატა

მილანის „ინტერის“ აწ უკვე ყოფილი მცველი ნიკოლა ჟალევსკი კარიერას „ატალანტაში“ გააგრძელებს. 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ჟალევსკის სანაცვლოდ „ინტერმა“ 17 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ 6 თვის წინ „ნერაძურიმ“ ის „რომადან“ მხოლოდ 7 მილიონ ევროდ შეიძინა.

ნიკოლა ჟალევსკი „ინტერში“ მიმდინარე წლის იანვრიდან თამაშობდა და 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე პოლონელი „რომას“ წევრი იყო, სადაც 123 თამაშში თავი 2 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.097529