„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ქართველს კლუბის დატოვება სურს, მაგრამ კლუბი მასთან იაფად შელევას არ აპირებს.
თურქული მედიის ცნობით, საქმეში ისევაა „ბეშიქთაში“, რომელიც მარცხენა გარემარბს ეძებს. თანაც, სტამბოლელთა მიზანია, ახალგაზრდა და სწრაფი შემტევის დამატება, ზურიკო კი, ამ პროფილის ფეხბურთელია.
თუმცა, დავითაშვილი „ბეშიქთაშის“ სიაში ერთადერთი არაა, თურქულ კლუბს ჯეიდონ სანჩოსაც უკავშირებენ. ყველაფერი უახლოეს ხანში უნდა გაირკვეს, რადგან სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღეში იხურება.
დავითაშვილს „სენტ ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ორი მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.