ფეხბურთი

0:53 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძის ოფიციალური დებიუტი, "უდინეზე" იტალიის თასის 1/16-ფინალში გავიდა

„უდინეზეში“ საბა გოგლიჩიძის ოფიციალური დებიუტი შედგა. ქართველმა მცველმა იტალიის თასზე ითამაშა.

1/32-ფინალში უდინელებმა საკუთარ მოედანზე „კარარეზე“ 2:0 დაამარცხეს არტურ ატას და იკერ ბრავოს გოლებით და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

გოგლიჩიძე არ ყოფილა ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა. „უდინეზე“ მომდევნო მატჩს „ვერონასთან“ სერია A-ს პირველი ტურის ეგიდით გამართავს, ხოლო იტალიის თასის 1/16-ფინალში „პალერმოს“ შეხვდება.

„ტორინომ“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა „მოდენა“ და მომდევნო ეტაპზე გავიდა, საბა საზონოვი სათადარიგო სკამზე იყო, თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. „ტორინო“ მომდევნო ეტაპზე „პიზას“ შეხვდება, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება. დიდი შანსია, საზონოვმა „ტორინო“ დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.168431