პსჟ-ს ცენტრალურმა მცველმა ლუკას ბერალდომ ახალწვეული უკრაინელი ილია ზაბარნის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში „ნანტთან“ (1:0) დებიუტზე ისაუბრა.
„წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ძალიან ადვილად ეგუება სიტუაციას, ბევრის მოცემა შეუძლია გუნდისთვის და დაგვეხმარება. თავის მხრივ, ჩვენ დავეხმარებით მას რაც შეიძლება სწრაფად იგრძნოს თავი შინ“, - ციტირებს ბერალდოს სიტყვებს Le10sport.
ზაბარნის კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პსჟ-მ ფეხბურთელის ტრანსფერი 63 მილიონ ევროდ დაასრულა. შესაძლოა, „ბორნმუთმა“ მასში კიდევ 3 მილიონი ევრო მიიღოს ბონუსების სახით.
სტატისტიკურმა პორტალმა Sofascore-მა უკრაინელ ფეხბურთელს 7.3 ქულა მიანიჭა, რაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის „ნანტთან“ მატჩში მეოთხე საუკეთესო შეფასებაა. WhoScored-მა მცველის თამაში 6.8 ქულით შეაფასა, რაც ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეებს შორის მეხუთე საუკეთესო შეფასებაა.