მადრდის „რეალის“ ვარსკვლავი კილიან მბაპე გამოეხმაურა ყოფილი თანაგუნდელის, მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას განცხადებაზე პსჟ-დან წასვლის შესახებ.
„ეს რთული და უსამართლო დროა. ვწუხვარ დონარუმას გამო“, - ციტირებს Defensa Central კილიან მბაპეს სიტყვებს.
შეგახსენებთ, ადრე პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ დონარუმას გუნდიდან გარიცხვის გადაწყვეტილება პირადად მიიღო, რადგან მას განსხვავებული მახასიათებლების მქონე მეკარე სჭირდებოდა. მოგვიანებით, იტალიელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გუნდიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
მეკარის ყიდვის მთავარ პრეტენდენტად ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ ითვლება.