ფეხბურთი

12:20 | 19.08.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ემოციურად ისაუბრა „სანტოსის“ 0:6 მარცხის შემდეგ

„სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა ბრაზილიის სერია A-ს მე-20 ტურის საშინაო მატჩში „ვასკუ და გამასთან“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგ განცდილ წარუმატებლობაზე ისაუბრა.

„სრულიად იმედგაცრუებული ვარ ჩვენი თამაშით. თქვენ გაქვთ სრული უფლება გააპროტესტოთ, მაგრამ ძალადობის გარეშე, თუმცა გაქვთ უფლება გვაწყენინოთ. ეს დიდი სირცხვილის გრძნობაა. ეს აქამდე არასდროს მომხდარა“, - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Marca.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშის 0:6-ის შემდეგ, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა მოედანს ზურგი აქციეს, რითაც თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს მიმდინარე მოვლენის მიმართ. ბევრ გულშემატკივარს ნეიმარის მაისურები ეცვა.

0.171403