„მანჩესტერ სიტის“ ცენტრალური მცველი მანუელ აკანჯი შესაძლოა „გალათასარაიში“ გადავიდეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე განაცხადა.
წყაროს ცნობით, თურქული კლუბი უკვე კონტაქტზეა „ქალაქელებთან“ და ფეხბურთელის აგენტთან. თავად ფეხბურთელს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება.
აკანჯი შვეიცარიული ფეხბურთის პროდუქტია. ზრდასრულთა დონეზე ის ასევე თამაშობდა „ვინტერტურში“, „ბაზელსა“ და დორტმუნდის „ბორუსიაში,“ ხოლო 2017 წლიდან შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ფერებს იცავს. მცველის კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.