სპორტულ სამყაროში თუკი ვინმეზე შეიძლება გვეთქვა იდეალური და სანიმუშო წყვილიაო, პირველყოვლისა ლეგენდარული ჩეხი მეკარე პეტრ ჩეხი და მისი მეუღლე, მარტინა ჩეხოვა გაგვახსენდებოდა, რომლებიც 26 წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც გუგულებივით იყვნენ.
მაგრამ როგორც ჩანს ჩვენს დროში ყველაფერ კარგსა და ერთი შეხედვით მარადიულსაც აქვს დასასრული და ვეტერანმა გოლკიპერმა თავად განაცხადა, რომ ბევრი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, საბოლოოდ მან და მარტინამ მაინც მიიღეს დაშორების გადაწყვეტილება, რაც წყვილისთვის ცხადია ადვილი არ ყოფილა.
პეტრს და მის აწუკვე ყოფილ ცოლს ორი საერთო შვილი ჰყავთ. ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ შვილები ვისთან იცხოვრებენ, თუმცა „ფეისბუქზე“ პეტრი წერს, რომ დაშორება უმტკივნეულოდ მოხდა და დეტალებიც ასევე მარტივად და წიოკის გარეშე დაზუსტდება.